ეზუგბაია ეპიდვითარებას აფასებს
21/07/2020 07:11:03 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას შეფასებით, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში COVID-19–ის შემთხვევების მატების ტემპი „კატასტროფა არაა“.
„ორნიშნა ციფრები არ არის კატასტროფა და ასეთი მატება მიღწევებზე არ მოახდენს გავლენა. მთავარია, წყაროების დადგენა ხორციელდება. 6 თვეზე მეტია, ამ პროცესს დაავადებათა კონტროლის ცენტრი წამატებით ახორციელებს და ასევე გააგრძელებს. ჩვენზეა დამოკიდებული, დადგენილ რეგულაციებს როგორ შევასრულებთ: რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური – უნდა იყოს ნამდვილად შესრულებადი. თუ ჩვენ. ინფექციის კონტროლი მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. თუ ასე გაგრძელდება, საშიშროება იმის, რომ ქვეყანაში ვითარება უმართავი გახდეს, არ იქნება – ისევ იქნება ზომიერი კონტროლირებადი მატება, რადგან ვამბობთ, რომ კოვიდი არსად წასულა, აქაა. ხომ ხედავთ, მეზობელ ქვეყნებში რა ხდება, ჩვენ ოაზისივით ვართ და ეს რომ შევინარჩუნოთ, უნდა გავითვალისწინოთ რეგულაციები და შევასრულოთ“,– განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის: სადღეისოდ ქვეყანაში კოვიდის 168 აქტიური შემთხვევაა.
კორონავირუსის შემთხვევების გამო გარდაბანი შესაძლოა, ჩაიკეტოს.


