Accentnews.ge
პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო აქციას "რედისონთან" გააგრძელებენ

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო აქციას "რედისონთან" გააგრძელებენ

20/06/2019 10:15:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებენ, ამ წუთებში სასტუმრო რედისონის" მიმართულებით გადაადგილდებიან.

ისინი შეძახილებით მიემართებიან: „პუტინ ხუილო", გაუმარჯოს საქართველოს".

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა სწორედ "რედისონში" გრძელდება მას შემდეგ, რაც პროტესტის შედეგად პარლამენტში სხდომა ჩაიშალა. 

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.  დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S