
ვასაძე შსს–ში დაიბარეს
20/06/2019 09:17:53 სხვა, სამართალი
ბიზნესმენი ლევან ვასაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ლევან ვასაძის დაბარება უკანონო ფორმირებების შექმნის ხელმძღვანელობასა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიებას უკავშირდება
ცნობისთვის: 16 ივნისს ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე, ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ. „სახალხო ლეგიონის“ წევრები ლგბტქი აქტივისტების ქამრებით შეკვრასა და მათ მიერ გამართული "პრაიდის" ჩაშლას გეგმავდნენ.