
პროტესტის შემდეგ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ჩაიშალა
20/06/2019 08:43:07 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა.
საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართული დელეგაციცის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდება, თუმცა სად, ეს ქუცნაშვილს არ დაუკონკრეტებია.
მან ასევე განაცხადა, რომ სწორი იქნებოდა, თავიდანვე სხვა შენობა შერჩეულიყო.
ცნობისთვის: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა სესიის გახსნა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ.