Accentnews.ge
პრეზიდენტის სახლთან უფასო კარტოფილი დაარიგეს

პრეზიდენტის სახლთან უფასო კარტოფილი დაარიგეს

20/06/2019 05:40:47 სხვა, საზოგადოება

მოძრაობის „ერთად სახლში -საქართველოს“ წევრებმა სიმბოლურად კარტოფილი დაარიგეს იმ სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფება.

როგორც თავად განმარტეს, ამ ფორმით მათ საპრეზიდენტო არჩევნებზე კარტოფილით ამომრჩევლის მოსყიდვა გააპროტესტეს.

„ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გადადგეს და არ იყოს საქართველოს პრეზიდენტი,“ - განაცხადა მოძრაობის წევრმა ანა ჯოჯუამ.

როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, კარტოფილით მოსულ პრეზიდენტს, ისევ კარტოფილით ვადაზე ადრე გაუშვებენ პოსტიდან.

„ვარიგებთ კარტოფილს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ხმა იყიდება კარტოფილზე, ნებისმიერ რაღაცაზე, ამას მივყავართ ამ შედეგამდე, რასაც დღეს ვხედავთ, ეს არის „ქართული ოცნების“ სახე,“ - განაცხადა მოძრაობის დამფუძნებელმა ნათია თვალაბეიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S