Accentnews.ge
ჩინეთის ლიდერი ჩრდილოეთ კორეაში მრავალრცხოვანი დელეგაციით ჩავიდა

ჩინეთის ლიდერი ჩრდილოეთ კორეაში მრავალრცხოვანი დელეგაციით ჩავიდა

20/06/2019 04:41:51 სხვა, მსოფლიო

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ფხენიანში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის ბოლო 14 წლის განმავლობაში ჩინეთის პირველი ლიდერი გახდა, რომელიც ჩრდილოეთ კორეას სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

სააგენტო „სინჰუა“ წერს, რომ სი ძინპინს ფხენიანში მრავალრიცხოვანი სამთავრობო დელეგაცია ახლავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S