
Tbilisi Pride: "პირველმა ღონისძიებამ ექსცესების გარეშე ჩაიარა"
19/06/2019 20:19:03 სხვა, საზოგადოება
თბილისი პრაიდის ოფიციალურად კვირეული დაიწყო. ორგანიზატორების თქმით, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ღონისძიება, სპექტაკლი "კავკასიური მეტამორფოზა", რომელიც ლგბტქ+ ადამიანების პრობლემებს ეხება, წარმატებითა და ექსცესების გარეშე დასრულდა.
ამის შესახებ ორგანიზაცია საკუთარ Facebook გვერდზე წერს და აუდიტორიას სიმამაცისთვის მადლობას უხდის.
"არსებული რისკების მიუხედავად, ღონისძიებას 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მადლობა მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, მამაცო ადამიანებო! ერთად ჩვენ შევცვლით!" - წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში "ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმება, რომელიც თბილისი პრაიდის ორგანიზებულია. მარში ლგბტ კვირეულის ფარგლებში გაიმართება, რომელიც, თავის მხრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ღონისძიებებს მოიცავს.