Accentnews.ge
უკრაინის ელჩი სომხეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

უკრაინის ელჩი სომხეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

14/07/2020 12:56:35 კავკასია

უკრაინის ელჩი ივან კულება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - იუწყება სომხური მედია ქვეყნის საგარეო უწყების პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ ქოჩარიანმა უკრაინის ელჩს წარუდგინა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავების გამო შეშფოთება გამოთქვა და როგორც უწყების მიერ 13 ივლისს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინა „მხარს უჭერს სიტუაციის პოლიტიკურ დარეგულირებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საფუძველზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ცნობისთვის: დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო. მხარეეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

იხილეთ ასევე: ბაქო და ერევანი მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S