Accentnews.ge
აზერბაიჯანული მედია: სომხურმა მხარემ რამდენიმე სოფლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა

აზერბაიჯანული მედია: სომხურმა მხარემ რამდენიმე სოფლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა

14/07/2020 06:42:49 კავკასია

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოვუზის რაიონში აზერბაიჯანის სოფელ აგდამისა და ალიბეილის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი დილიდან ისევ გახსნეს. განცხადება ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ვაგიფ დარგიახლიმ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა, რომ გვიან ღამით, სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგის ტანკის გადაადგილება ცეცხლით აღკვეთა, ამჟამად კი საზღვარზე სიტუაცია შედარებით მშვიდია.

ამასთან, თავდაცვის უწყების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სომხური მხარე მალე „საინტერესო ვიდეოს“ გამოაქვეყნებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. ინციდენტში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S