
"პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა მოქალაქეს ფარდის ჩამოხსნა მოსთხოვეს, რომელიც დროშად აღიქვეს
19/06/2019 16:30:49 სხვა, საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მარჯანიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მივიდნენ, სადაც, მათი თქმით, ლგბტ აქტივისტების დროშა იყო გადმოფენილი.
როგორც ჟურნალისტებს სამართალდამცველებმა უთხრეს, ეს არა დროშა, არამედ ფარდა იყო და მფოლობელმა ის უკვე ჩამოხსნა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ფარდა მათ გადასცენ, რადგან კორპუსის წინ სურდათ დაწვა. საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, რადგან მოქალაქემ ფარდა ჩამოხსნა, აქცია დაიშალა.