
"სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის მიწის ერთი სანტიმეტრიც კი ვერ გადმოკვეთეს"
13/07/2020 14:14:32 მსოფლიო
"თუ სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის პოციზიებს, აზერბაიჯანულ სოფლებს ცეცხლს უხსნიან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ადეკვატურ პასუხს გავცემთ ამაზე", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სომხური მხარის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა:
"აზერბაიჯანმა თავისი სახელმწიფო საზღვარი დაიცვა. სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის მიწის ერთი სანტიმეტრიც კი ვერ გადმოკვეთეს".
ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.