Accentnews.ge
ასამბლეა, რომელშიც რუსი დეპუტატები მონაწილეობენ, უკრაინის ელჩმა პროტესტის ნიშნად დატოვა

ასამბლეა, რომელშიც რუსი დეპუტატები მონაწილეობენ, უკრაინის ელჩმა პროტესტის ნიშნად დატოვა

19/06/2019 16:10:51 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ცერემონიების სასახლე, სადაც მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეა რუსი დეპუტატების მონაწილეობით მიმდინარეობს, უკრაინის ელჩმა დატოვა. 

როგორც იგორ დოლგოვმა განაცხადა, მისთვის მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა. დოლგოვმა ფორუმი დროებით დატოვა, მისთვის მიუღებელი სერგეი გავრილოვის გამოსვლა აღმოჩნდა.

უკრაინელი დიპლომატი ამბობს, რომ რუს პოლიტიკოსებს, რომლებიც ოკუპანტები არიან, როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის, მსგავს ფორუმებში მონაწილეობის მიღების უფლება არ უნდა მიეცეთ.

ცნობისთვის: სახელმწიფო ცერემონიების სასახლე მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიას მასპინძლობს. ღონისძიებას ესწრება  ორგანიზაციის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი, რომელიც რუსეთის სათათბიროს წევრია "კომუნისტური პარტიის" კვოტით.

სასახლესთან ამ დროისთვის აქცია მიმდინარეობს მოწოდებებით, „რუსეთი ოკუპანტია!“, „სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა!“, „გავრილოვი კაგებეა!“, „ოკუპანტებო, დატოვეთ საქართველო!“, „რუსეთო, გაიყვანე შენი სამხედროები საქართველოდან!“

აქციაზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების სირცხვილია საქართველოში იმ რუსი დეპუტატის ყოფნა, რომელმაც საქართველოს ოკუპაციას და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას დაუჭირა მხარი.

„სამარცხვინოა, რომ სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოს მოსახლეობად მოუწოდებდა შეეგუოს სამაჩაბლოს და აფხაზეთის აღიარებას, არის საქართველოში. ეს ადამიანი არის ოკუპანტი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და რომ არა ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო ხელისუფლება, ის საპატიო სტუმართა სიაში კი არა, მტრების საპატიო სიაში უნდა იყოს, რომ ქვეყნის საზღვართან მოკარებას ვერ უნდა ბედავდეს“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

როგორც გიგა მაქარაშვილმა აღნიშნა, გავრილოვი არის საქართველოს პირადი მტერი და ღირსეული ხელისუფლებას მას არა თუ არ უნდ ეპატიჟებოდეს მიღებაზე.

„როგორც ჩანს ღირსება ჩვენს ხელისუფლებას აღარ შერჩა და ზუსტად ამიტომ შევიკრიბეთ. ხელისუფლებას რომ არ დაეპატიჟებინა ეს ბატონი, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. ფაქტია, ქვეყნის მტრებს ვიღებთ მაღალ დონეზე რაც დიდი სირცხვილია. ეს კაცი ამბობს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელი ქვეყნებია და მოითხოვს, რომ ჩვენც ვაღიაროთ ეს. ფაქტია, ქვეყნის რელსები შეიცვალა და ხელისუფლება დათბა რუსეთის მიმართ“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S