Accentnews.ge
მინისტრის დაპირების მიუხედავად, მედპერსონალის ნაწილს ხელფასი არ მიუღია

მინისტრის დაპირების მიუხედავად, მედპერსონალის ნაწილს ხელფასი არ მიუღია

13/07/2020 13:25:08 საზოგადოება

ქუთაისის ჩხობაძის კლინიკაში განთავსებული ცხელების ცენტრისა და საკარანტინო ზონაში მომუშავე თანამშრომლებს, დაპირებული ხელფასები ამ დრომდე არ მიუღიათ.

4 თვის კუთვნილი ანაზღაურების მიღების მოთხოვნით, მათ საპროტესტო აქცია 1 ივლისს გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ მუშაობა მძიმე პირობებში, ცხელების ცენტრსა და წყალტუბოს საკარანტინო ზონაში უწევდათ.

ქუთაისის ცხელების ცენტრის თანამშრომელთა სახელფასო დავალიანების გასტუმრების და პრობლემის მოგვარების პირობა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დადო.

“ეს ფაქტი უნდა ჩავთვალოთ, რომ უკვე გამოსწორებულია, ვინაიდან აქ იყო საჭიროება გარკვეული პროცედურული დოკუმენტაციის დეტალურად შესწავლის და შემდეგ მისი იურიდიულ ფორმაში მოქცევის, რაც გაკეთებული არის. ხვალინდელ მთავრობის სხდომაზე ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომლის ფარგლებშიც ამ ადამიანებს მიეწოდებათ ხელფასი და სულ რამდენიმე დღეში მათ ანგარიშზე აისახება ის სამუშაო ანაზღაურება, რომელიც მათ ეკუთვნით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან 1 ივლისს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S