
ირანი: „რუსეთთან და ჩინეთთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა სამმა ქვეყანამ კონსენსუსს მივაღწიოთ“
19/06/2019 15:49:30 სხვა, მსოფლიო
ირანი რუსეთთან და ჩინეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბირთვული შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში სამმა ქვეყანამ კონსენსუსს მივაღწიოს. ამის შესახებ ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალი შამხანიმ განაცხადა.
თეირანმა ბირთული შეთანხმების გადასარჩენად ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნებს 60–დღიანი ვადა მაისში მისცა. როგორც დღეს ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის პრეს–პიკერ ბეჰროუზ კამალვანდიმ განაცხადა, ვადა აღარ გახანგრძლივდება:
„მეტ დროს ვერ მოგცემთ, ბოლო ვადა 8 ივლისია. ამის შედეგ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ და დავიწყებთ ურანიუმის გამდიდრებას“.
ირანის პრეზიდენტმა ევროპას არაერთხელ უსაყვედურა, რომ აშშ–ის ქმედებებზე რეაქცია არ აქვთ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ, ვერ დაინახა ევროპის მიერ მიღებული სერიოზული ზომები.
ცნობისთვის: 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა (აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა) და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. გუშინ პენტაგონმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნის.