Accentnews.ge
უმრავლესობის დეპუტატი: "ფორუმის რუს მონაწილეებს უნდა მოვთხოვო პასუხი, რატომ აღიარეს აფხაზეთი"

უმრავლესობის დეპუტატი: "ფორუმის რუს მონაწილეებს უნდა მოვთხოვო პასუხი, რატომ აღიარეს აფხაზეთი"

19/06/2019 15:39:19 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რუს მონაწილეებს უნდა დაუსვას კითხვა, რატომ აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

„ვიყავი პირველი, როდესაც 18 წლის ასაკში საოკუპაციო ჯარების მიმართ გამოვთქვი პროტესტი და არ წავედი რუსეთის ჯარში. ეს არის ფორუმი, რომელშიც სხვადასხვა პირები მონაწილეობენ. მინდა, თვალებში ჩავხედო მათ და ვკითხო, რა ამოძრავებთ, თუნდაც ასეთი ტიპის ფორუმზე. მინდა, მოვთხოვო, უკან წაიღონ იმდროინდელი აღიარება, რომელიც მიუღებელია ჩემთვის. რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია!. მათ უნდა მოვთხოვო პასუხი, რატომ აღიარეს აფხაზეთი“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს. ღონისძიების პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია მოწოდებით, "ოკუპანტები, დატოვეთ საქართველო!". 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S