Accentnews.ge
ერევანი თურქეთის პოზიციით აღშფოთებულია

ერევანი თურქეთის პოზიციით აღშფოთებულია

13/07/2020 08:40:04 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ის თურქეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებული აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადებით აღშფოთებულია.

როგორც ფაშინინმა განაცხადა, თურქეთის ამგვარი ქცევა რეგიონის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.

როგორც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, თურქეთის განცხადებაში უკვე ტრადიციად ქცეული სომხეთის საწინააღმდეგო ლოგიკაც შეინიშნება.

„უკვე დიდი ხანია, აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, ცნობილი მოტივებიდან გამომდინარე სომხეთის საწინააღმდეგო ბარათი გაათამაშოს. შეიძლება, საქმე გვქონდეს აზერბაიჯანის მხრიდან საზღვარზე სიტუაციის გამწვავების მცდელობასთან, რომლის კონტექსტითაც ნათელი ხდება მათი მხრიდან ადამიანთა სიცოცხლის უგულებელყოფა, მათ შორის აზერბაიჯანელი სამხედროების სიცოცხლის უგულებელყოფითაც, რაც მათ უპერსპექტივო ქმედებებშიც გამოიხატება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.

ინციდენტის გამო შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა:

„შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ორმხრივი სროლის გამო. ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, გამოიჩინონ თავშეკავება და კომუნიკაციისთვის ყველა არხი, როგორც პირდაპირი, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ოფისები გამოიყენონ,“- წერს ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთი მკაცრად გმობს სომხეთის სამხედრო ძალების მიერ აზერბაიჯანის თოვუზის რეგიონზე თავდასხმას.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ დანაკარგი არ აქვთ.

მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S