Accentnews.ge
„ოკუპანტებო, დატოვეთ საქართველო!“ – სახელმწიფო ცენერმოების სასახლესთან აქცია მიმდინარეობს

„ოკუპანტებო, დატოვეთ საქართველო!“ – სახელმწიფო ცენერმოების სასახლესთან აქცია მიმდინარეობს

19/06/2019 14:52:21 სხვა, საზოგადოება

„რუსეთი ოკუპანტია!“, „სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა!“, „გავრილოვი კაგებეა!“, „ოკუპანტებო, დატოვეთ საქართველო!“, „რუსეთო, გაიყვანე შენი სამხედროები საქართველოდან!“ – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასეთი ბანერებით აპროტესტებენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ჩატარებას.

საქართველოში სტუმრად იმყოფება ორგანიზაციის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი, რომელიც რუსეთის სათათბიროს წევრია "კომუნისტური პარტიის" კვოტით.

აქციაზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების სირცხვილია საქართველოში იმ რუსი დეპუტატის ყოფნა, რომელმაც საქართველოს ოკუპაციას და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას დაუჭირა მხარი.

„სამარცხვინოა, რომ სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოს მოსახლეობად მოუწოდებდა შეეგუოს სამაჩაბლოს და აფხაზეთის აღიარებას, არის საქართველოში. ეს ადამიანი არის ოკუპანტი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და რომ არა ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო ხელისუფლება, ის საპატიო სტუმართა სიაში კი არა, მტრების საპატიო სიაში უნდა იყოს, რომ ქვეყნის საზღვართან მოკარებას ვერ უნდა ბედავდეს“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

როგორც გიგა მაქარაშვილმა აღნიშნა, გავრილოვი არის საქართველოს პირადი მტერი და ღირსეული ხელისუფლებას მას არა თუ არ უნდ ეპატიჟებოდეს მიღებაზე.

„როგორც ჩანს ღირსება ჩვენს ხელისუფლებას აღარ შერჩა და ზუსტად ამიტომ შევიკრიბეთ. ხელისუფლებას რომ არ დაეპატიჟებინა ეს ბატონი, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. ფაქტია, ქვეყნის მტრებს ვიღებთ მაღალ დონეზე რაც დიდი სირცხვილია. ეს კაცი ამბობს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელი ქვეყნებია და მოითხოვს, რომ ჩვენც ვაღიაროთ ეს. ფაქტია, ქვეყნის რელსები შეიცვალა და ხელისუფლება დათბა რუსეთის მიმართ“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S