
ლევან ვასაძის თანამოაზრეები და სასულიერო პირები „თბილისი პრაიდის“ ოფისთან აქციას მართავენ
19/06/2019 14:24:23 სხვა, საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ ჩატარების მოწინააღმდეგეები ,„თბილისი პრაიდის“ ოფისთან აქციას მართავენ. კერძოდ, ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრეები და სასულიერო პირები ამჟამად ოფისის წინ არიან შეკრებილები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
არსებული ინფორმაციით, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები ოფისში არ იმყოფებიან.