
„თანასწორობის მოძრაობა“ ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს მიმართავს
19/06/2019 14:34:12 სხვა, საზოგადოება
„თანასწორობის მოძრაობა“ ლგბტ+ თემის წევრებს მიმართავს, ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ ორგანიზაციის ოფისში მისვლისგან. ამის შესახებ „თანასწორობის მოძრაობა“ სოციალურ ქსელში წერს.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანები აპირებენ აქციის გამართვას „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისთან. მივმართავთ ლგბტ+ თემის წევრებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც დანიშნული აქვს შეხვედრა სერვისის მისაღებად, რომ თავი შეიკავონ ჩვენს ოფისში მოსვლისგან უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“, – წერს „თანასწორობის მოძრაობა“.
ცნობისთვის: „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე, სადაც ორგანიზატორთა ოფისი მდებარეობს, გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.
აქციის მონაწილის ლევან ჩაჩუას თქმით, ისინი სახელმწიფოს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ არ დაუშვას საქართველოში „პრაიდის“ ჩატარება.
ამავე თემაზ: "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების თქმით, მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან