
20-22 ივნისის ამინდის პროგნოზი
19/06/2019 13:54:33 სხვა, საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 20-22 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის არახელსაყრელი პირობები შენარჩუნდება. იწვიმებს ელჭექით (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში), ზოგან ძლიერად, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მომატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.