Accentnews.ge
ახალი პაციენტებიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

ახალი პაციენტებიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

10/07/2020 07:06:26 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი პაციენტებიდან ერთის ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. სავარაუდოდ, საუბარია გარდაბანში დაფიქსირებულ შემთხვევაზე, რომლის შესახებაც „აქცენტი“ 9 ივლისს წერდა.

იხილეთ ასევე: გარდაბანში covid-19-ის შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ახალ პაციენტს, ეზუგბაიას ცნობით, სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო ერთი საკარანტინო სივრციდანაა – ინფიცირებულ პირთან კონტაქტი.

ამჟამად კოვიდ–ცენტრებში 112 პაციენტი მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-19–ის 973–მდე შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 846 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4851 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231. ამასთან, უცხოეთიდან საქართველოში გადმოყვანილია 31 პაციენტი, მათ შორის 28 ქართველი სამხედრო, რომლებსაც ვირუსი ავღანეტში დაუდასტურდათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S