Accentnews.ge
გარდაბანში სავარაუდოდ, covid-19-ის შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა

გარდაბანში სავარაუდოდ, covid-19-ის შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა

09/07/2020 08:38:26 საზოგადოება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში covid-19-ის ახალი შემთხვევა დადასტურდა. „აქცენტის” ინფორმაციით, ინფიცირებული ასაკოვანი ქალბატონი, სოფელ ლელაშხას მკვიდრია.

ირკვევა, რომ ქალს მოგზაურობის ისტორია არ აქვს, ის შინ იმყოფებოდა, თუმცა, დაახლოებით, ორი კვირის წინ თვალზე ოპერაცია გაიკეთა. ვირუსზე ეჭვი ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ გაჩნდა და ოჯახმა ცხელების ცენტრს მიმართა.

ლაბორატორიული კვლევის ანალიზის შედეგი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 9 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში COVID-19–ის 968 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 844 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.

განახლება

ინფორმაცია "აქცენტს" გარდაბნის მერმა დაუდასტურა, თუმცა განაცხადა, რომ დეტალების შესახებ ინფორმირებული ამ ეტაპზე არაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S