Accentnews.ge
აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის შესაძლო შეჩერებას მხარი დაუჭირა

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის შესაძლო შეჩერებას მხარი დაუჭირა

09/07/2020 18:44:18 საგარეო პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების 15%-ის შესაძლო შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი დამტკიცდა 29 ხმით 21-ის წინააღმდეგ.

აშშ-ის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 პროცენტის შეჩერებას ითხოვს. შესაბამისი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრირდა. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების სახით $132,025,000 გამოყოფის შესახებ, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად დოკუმენტს წინაპირობა ახლავს, რომლის მიხედვით, ამ დახმარების გაცემის 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდა.

მოგვიანებით, აშშ-ის კონგრესმა სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტში დამატებითი პირობები გაწერა. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, საქართველომ დახმარების სახით მისაღები 132 025 000 აშშ დოლარის 15 პრეცენტი შესაძლოა, ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება: ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით; იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას; ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S