Accentnews.ge
მედია: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა

მედია: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა

19/06/2019 12:52:09 სხვა, საზოგადოება

რიგი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა კლინიკა "ევექსში" აცხადებენ, რომ მეუფე კალისტრატე ცოცხალია.

სასულიერო პირი თითქმის ერთი კვირაა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

მეუფე კალისტრატე 1983 წლიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად. ივლისში აკურთხეს მღვდელმონაზვნად, შემდეგ აიყვანეს იღუმენის ხარისხში. 1983 წლის აპრილიდან თელავის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. სექტემბერში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. შემდეგ აკურთხეს ეპისკოპოსად და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S