Accentnews.ge
რუსი დეპუტატი ალექსეი ჩეპა უკვე საქართველოშია

რუსი დეპუტატი ალექსეი ჩეპა უკვე საქართველოშია

19/06/2019 11:41:45 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსი დეპუტატი ალექსეი ჩეპა უკვე საქართველოშია, – იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. იგი მონაწილეობას მიიღებს მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაში, რომელსაც ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე უმასპინძლებს.

დეპუტატი ჩეპა აცხადებს, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაში მონაწილეობის მიღებაა. მისი თქმით, საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა, ისევე როგორც რუსეთი და მისთვის მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. 

კითხვაზე, აპირებს თუ არა ალექსეი ჩეპა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და არის თუ არა ასეთი შეხვედრა დაგეგმილი, რუსი დეპუტატი ამბობს, რომ შეხვედრები ჩანიშნული არ არის, თუმცა მოხარული იქნება, თუკი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ფორმალურ ან არაფორმალურ გარემოში შეხვდება. 

რაც შეეხება კონფლიქტებს, რუსი დეპუტატის თქმით,  რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან კავშირში არ არის. 

„გამიხარდება თუ  შეხვედრა შედგება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმატში იქნება. ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებისთვის და დიალოგისთვის. ასამბლეა არ ითვალისწინებს ორმხრივ შეხვედრებს, თუმცა კარგი იქნება, რომ მოლაპარაკება შედგეს. განსახილველი ბევრი რთული საკითხი გვაქვს, მაგალითად, ქვეყნების დაყოფა, ასევე, ქვეყნების თვითგამორკვევის საკითხები. მიმაჩნია, რომ ეს ურთულესი საკითხები დიალოგის და ჯანსაღი მსჯელობით უნდა მოგვარდეს. ძალიან მარტივია, ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულო, თუმცა ეს ასე არ არის და ამაზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ“, - განაცხადა ალექსეი ჩეპამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S