Accentnews.ge
 მამა პეტრე – ლომისობაზე: "აი, ქრისტიანული ფანატიზმის შედეგი" (ფოტო)

მამა პეტრე – ლომისობაზე: "აი, ქრისტიანული ფანატიზმის შედეგი" (ფოტო)

19/06/2019 11:57:59 სხვა, საზოგადოება

მამა პეტრე კოლხი ლომისობის დღესასაწაულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფოტოსა და „პოსტს“ აქვეყნებს:

“აი, ქრისტიანული ფანატიზმის შედეგი… აი, სად გადის ქართულად დანახული რელიგიური გრძნობები… გაიგეთ, ღმერთს არ სწყურია ამდენი სისხლი!..“.

ცნობისთვის: ლომისობის დღესასწაული აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. მომლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ. ამ ტრადიციას ჰყავს მოწინააღმდეგეები, რომლებიც ცხოველების მასობრივად ხოცვას აპროტესტებენ. მიუხედავად ამისა, ლომისობის დღესასწაული ყოველწლიურად, ჩვეულებისამებრ, აღინიშნება. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S