
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
19/06/2019 11:35:42 სხვა, მსოფლიო
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, "სახალხო ფრონტის“ წევრი, "საინფორმაციო წინააღმდეგობის“ კოორდინატორი დიმიტრი ტიმჩუკი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი ანტონ გერაშენკო წერს.
ადგილზე საგამოძიებო ოპერატიული ჯგუფი მუშაობს.