Accentnews.ge
საპატრიარქო "პრაიდთან" დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო "პრაიდთან" დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

19/06/2019 11:22:13 სხვა, საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დროს ე.წ. LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში.

აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან.

პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S