Accentnews.ge
როგორი ეპიდვითარებაა ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველო საზღვრებს უპირობოდ ხსნის

როგორი ეპიდვითარებაა ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველო საზღვრებს უპირობოდ ხსნის

08/07/2020 08:40:20 საგარეო პოლიტიკა

საქართველო 5 სახელმწიფოსთვის საზღვარს უპირობოდ ხსნის. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

"აქცენტი" დაინტერესდა, როგორი ეპიდვითარებაა აღნიშნულ ქვეყნებში. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო პერიოდში 5–ვე ქვეყანაში Covid–19–ის დღიური მაჩვენებელი პერიოდულად იზრდება, თუმცა მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება:

  • გერმანია – უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, Covid-19-მა 9 103 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 198 355 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 182 700 პირი. ამჟამად ქვეყანაში ვირუსის 6 552 აქტიური შემთხვევაა;
  • საფრანგეთი – უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, Covid-19-მა 29 933 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 168 810 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 77 655 პირი. ამჟამად ქვეყანაში ვირუსის 61 222 აქტიური შემთხვევაა;
  • ლატვია – უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, Covid-19-მა 30 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 1 141 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1008 პირი. ამჟამად ქვეყანაში ვირუსის 103 აქტიური შემთხვევაა;
  • ლიეტუვა – უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, Covid-19-მა 79 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 1 854 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1 552 პირი. ამჟამად ქვეყანაში ვირუსის 223 აქტიური შემთხვევაა;
  • ესტონეთი – უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, Covid-19-მა 69 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 2 003 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1 882 პირი. ამჟამად ქვეყანაში ვირუსის 52 აქტიური შემთხვევაა;

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 546 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 950 000–ს გადააჭარბა, 6 904 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 963-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 841 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S