Accentnews.ge
"თბილისი პრაიდის" ერთ–ერთი ორგანიზატორი "ღირსების მარშში" მონაწილეობის მსურველებს აფრთხილებს

"თბილისი პრაიდის" ერთ–ერთი ორგანიზატორი "ღირსების მარშში" მონაწილეობის მსურველებს აფრთხილებს

19/06/2019 10:31:12 სხვა, საზოგადოება

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე "ღირსების მარშში" მონაწილეობის მსურველებს აფრთხილებს. 

მისი თქმით, რისკები არსებობს, ამიტომ გადაწყვეტილება თავად ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიიღონ.

„ვინც მარშში აპირებს მონაწილეობას, ვეტყვით, რომ რისკები არსებობს და გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ", - აცხადებს ნინო ბოლქვაძე.

ცნობისთვის: 31 მაისს  შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, "თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია“. იმავე დღეს "თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შეილახა აქციისა და მანიფესტაციის გამართვის უფლება, რისთვისაც ისინი სტრასბურგის სასმართლოს მიმართავენ. 

16 ივნისს ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების" შეკრებაზე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. მისი თქმით, რაზმები გაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში, ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძის თქმით, თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს". შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო. მოგვიანებით, ვასაძემ განაცხადა, რომ რაზმები აღარ შეიქმნება. დღეს კი ბიზნესმენმა მხარდამჭერებს მოუწოდა, თუ "თბილისი პრაიდი" გაიმართება, "კომბლები სხვენში შეაწყონ" და შიშველი ხელებით გავიდნენ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, ღონისძიება მაინც გაიმართება. 

18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქი თემი თბილისში „სიამაყის კვირეულის“ გამართვას გეგმავს. „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის მსვლელობა. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S