Accentnews.ge
"აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დოკუმენტს საკმაოდ ხანგრძლივი შემუშავების პერიოდი აქვს და მიმდინარე ეტაპზე არასწორი იქნება იმის განსაზღვრა, რა ფორმას მიიღებს"

"აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დოკუმენტს საკმაოდ ხანგრძლივი შემუშავების პერიოდი აქვს და მიმდინარე ეტაპზე არასწორი იქნება იმის განსაზღვრა, რა ფორმას მიიღებს"

07/07/2020 17:00:30 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "დოკუმენტს საკმაოდ ხანგრძლივი შემუშავების პერიოდი აქვს და მიმდინარე ეტაპზე არასწორი იქნება იმის განსაზღვრა, რა ფორმას მიიღებს".

"დოკუმენტს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი აქვს შემუშავების და მიმდინარე ეტაპზე ძალზედ არასწორი იქნება იმის განსაზღვრა, თუ საბოლოო ჯამში რა ფორმას მიიღებს, მით უმეტეს, იმ პროცესების ფონზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით", - აცხადებს ვახტანგ მახარობლიშვილი.

აშშ-ის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 პროცენტის შეჩერებას ითხოვს. შესაბამისი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრიდა.

დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების სახით $132,025,000 გამოყოფის შესახებ, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად დოკუმენტს წინაპირობა ახლავს, რომლის მიხედვით, ამ დახმარების გაცემის 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S