Accentnews.ge
23 ივნისს დედაქალაქში გარბენი „თბილისი“ გაიმართება

23 ივნისს დედაქალაქში გარბენი „თბილისი“ გაიმართება

19/06/2019 08:08:49 სხვა, საზოგადოება

23 ივნისს გარბენი „თბილისი“ გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გარბენი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ორბელიანის ახლადრეაბილიტირებულ მოედანზე დასრულდება. ​ 

„ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, ქალაქის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, ასევე, მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობას ვახორციელებთ. გვინდა,  მსგავსი სპორტული სივრცეები ყველა რაიონში არსებობდეს. გარდა ამისა, სკვერებში ვამონტაჟებთ სავარჯიშო მოწყობილობებს. ამის საუკეთესო მაგალითია გოძიაშვილის სახელობის პარკი, სადაც სპორტით ყველა თაობის ადამიანია დაკავებული. გახსოვთ ალბათ, რომ შარშან გაიმართა გარბენი „თბილისი“, რომელშიც მონაწილეობა ბევრმა სპორტსმენმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულმა მოქალაქემ მიიღო. წელს, 23 ივნისს, ამ გარბენის ჩატარებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათიდან, ხოლო გარბენი  - 10:00 საათზე", - განაცხადა კალაძემ. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S