Accentnews.ge
სააკაშვილი ოდესის მერს "ანტიკორუფციული სპეცრაზმით" დაემუქრა

სააკაშვილი ოდესის მერს "ანტიკორუფციული სპეცრაზმით" დაემუქრა

19/06/2019 09:09:41 სხვა, მსოფლიო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოდესაში ჩავიდა და დიუკ რიშელიეს ძეგლთან მხარდამჭერებს შეხვდა, ოდესის მერ გენადი ტრუხანოვს "ანტიკორუფციული სპეცრაზმით" ემუქრება.  

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხვედრას 200–მდე მხარდამჭერი ესწრებოდა. თავად სააკაშვილმა თითქმის საათნახევრით დააგვიანა, თავისი გამოსვლა კი დაიწყო სიტყვებით იმის შესახებ, რომ "ოდესა შუა საუკუნეების ბანდერლოგებმა ჩაიგდეს ხელში", რამაც დამსწრე საზოგადოებაში გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია.

მოგვიანებით სააკაშვილმა განმარტა, რომ გულისხმობდა ქალაქის მერს გენადი ტრუხანოვს და მის "კორუმპირებულ გარემოცვას", ასევე განაცხადა, რომ იბრძოლებს საქალაქო საბჭოს ვადამდელი დაშლისა და უკვე შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისთვის. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად ოდესის მერიისკენ გაემართა და შენობას თეთრ–წითელი ლენტი შემოავლო, რომელსაც ჩვეულებრივ დანაშაულის ადგილის ირგვლივ ავლებენ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S