
მიშელ პლატინი საპატიმროდან გაათავისუფლეს
19/06/2019 08:52:13 სხვა, მსოფლიო
უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი საპატიმროდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ პლატინის ადვოკატმა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“ აცნობა.
პლატინის დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქმე ეხებოდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილის შერჩევისას არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციასა და კორუფციულ გარიგებას.
უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი გუშინ პარიზის გარეუბანში დააკავეს. მის მიმართ კითხვები 2020 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევას უკავშირდება.