Accentnews.ge
ირანი – ევროპას: „მეტ დროს ვერ მოგცემთ, ბოლო ვადა 8 ივლისია“

ირანი – ევროპას: „მეტ დროს ვერ მოგცემთ, ბოლო ვადა 8 ივლისია“

19/06/2019 08:42:57 სხვა, მსოფლიო

ირანის განცხადებით, ევროპას ძალიან მცირე დრო რჩება იმისათვის, რომ ბირთვული გარიგება გადაარჩინოს.

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის პრეს–პიკერ ბეჰროუზ კამალვანდის განცხადებით, თეირანმა ბირთული შეთანხმების გადასარჩენად ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნებს 60–დღიანი ვადა მაისში მისცა და ის აღარ გახანგრძლივდება.

„მეტ დროს ვერ მოგცემთ, ბოლო ვადა 8 ივლისია. ამის შედეგ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ და დავიწყებთ ურანიუმის გამდიდრებას“, – განაცხადა მან.

ირანის პრეზიდენტმა ევროპას არაერთხელ უსაყვედურა, რომ აშშ–ის ქმედებებზე რეაქცია არ აქვთ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ, ვერ დაინახა ევროპის მიერ მიღებული სერიოზული ზომები.

ცნობისთვის: ვაშინგტონმა გასულ წელს „ბირთვული შეთანხმების“ დატოვების შესახებ განაცხადა და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. გუშინ პენტაგონმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნის. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S