როგორი წესით არ უნდა გავრეცხოთ პირბადე
06/07/2020 10:14:23 საზოგადოება
პანდემიის პირობებში პირბადე ადამიანის ცხოვრების ყოველდღიური მოხმარების საგანი გახდა. გარდა რესპირატორული ნიღბებისა, მოსახლეობას ნაჭრის პირბადეებსაც ატარებენ. სპეციალისტები მოქალაქეებს მიმართავენ, რომ ერთჯერადი გამოყენების შემდეგ პირბადე გარეცხონ.
როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, პირბადე საკმარისია ხელით ან სარეცხი მანქანის საშუალებით გაირეცხოს და შემდეგ დაუთოვდეს. თუმცა სპეციალისტების განცხადებით, პირბადის სარეცხ საშუალებად ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება არ შეიძლება. მათი თქმით, ხსენებული საშუალება ქსოვილს აზიანებს და დროთა განმავლობაში პირბადე ეფექტურობას კარგავს.
პანდემიის გამო სპეციალისტები მოსახლეობას სამი ძირითადი რეკომენდაციით მიმართავენ: დაიცვან სოციალური დისტანცია, დაიბანონ ხელები და ატარონ პირბადე.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 536 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 560 000–ს გადააჭარბა, 6 538 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 953-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.
წყარო: bestlifeonline


