
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ანაკლიასა და კონსტანცას პორტებს შორის კავშირის დამყარებით დაინტერესებულები ვართ“
19/06/2019 07:55:00 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ თეოდორ მელეს-კანუს განცხადებით, ქვეყანა დაინტერესებულია პირდაპირი საზღვაო კავშირის დამყარებით ანაკლიასა და კონსტანცას პორტებს შორის.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება რუმინეთისთვის. ანაკლია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პორტს წარმოადგენს. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან დაინტერესებულები ვართ პირდაპირი კავშირის დამყარებით ანაკლიასა და კონსტანცას პორტებს შორის. ეს ორმხრივი პროექტია და რუმინეთი საკუთარ წვლილს შეიტანს შავი ზღვის ეკონომიკის განვითარებაში“,- განაცხადა თეოდორ მელეს-კანუსმა.