Accentnews.ge
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გადადგა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გადადგა

19/06/2019 05:33:46 სხვა, მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შენეჰანმა მინისტრობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ტვიტერში წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრაპი. მისი თქმით, შენეჰანმა თვითონვე გადაწყვიტა გადადგომა, არ მოისურვა დალოდებოდა მინისტრის პოსტზე დამტკიცებას, რათა მეტი დრო დაუთმოს თავის ოჯახს.

როგორც პრეზიდენტი წერს, თავდაცვის მინისტრის მოვალეობას შეასრულებს არმიის მინისტრი მარკ ესპერი.

თავდაცვის მინისტრად არავინ დანიშნულა მას შემდეგ, რაც იანვარში ამ თანამდებობიდან გადადგა ჯეიმს მატისი, პოლიტიკური კურსის გარშემო ტრამპთან უთანხმოების ფონზე.

ტრამპმა მაისში გამოაცხადა, რომ შენეჰენი წარადგინა თავდაცვის მინისტრად, მაგრამ სენატში დაყოვნდა მისი კანდიდატურის დამტკიცების პროცესი.

ტრამპის განცხადების ფონია დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში.

უფრო ადრე გამოცემა „USA Today“-მ გაავრცელა ცნობა, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიურო ამოწმებს 2010 წლის ცნობებს შენეჰენისა და მისი მაშინდელი მეუღლის ურთიერთბრალდებების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S