Accentnews.ge
უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა

19/06/2019 05:22:28 სხვა, საზოგადოება

თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, 112-ში ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე და ჩამოიშალა მიწა.

„შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები ყველა შეტყობინებაზე რეაგირებენ. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება ამოტუმბვის სამუშაოები.

შეტყობინებები ასევე შემოვიდა რამდენიმე ხის წაქცევასთან დაკავშირებით. ასევე, რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა მიწის ჩამოშლა, ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურები. შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი წვიმის გამო, ყველაზე მეტი გამოძახება ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონში განხორცილდა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ცნობით, ასევე მიმდინარეობს თბილისის მდინარეების: ვერე, დიღმის წყალი, გლდანის ხევი, ლეღვთა ხევი, კრწანისის ხევი, ორხევი, ვარაზის ხევი, ხევძმარის წყლის დონის მონიტორნიგი. სიტუაცია თბილისის მდინარეებზე სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

უხვი ნალექის გამო თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე საოფისე შენობის მიწისქვეშა ავტოსადგომი დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, ადგილზე ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S