
19 ივნისის ამინის პროგნოზი
19/06/2019 03:39:36 სხვა, საზოგადოება
სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში ხანმოკლე წვიმასა და სეტყვას პროგნოზირებენ. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-21 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +28 –+33 გრადუსი ნავარაუდევი.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს",– ამბობენ სინოპტიკოსები.