რვა ახალი პაციენტიდან ექვსი სატვირთო ავტომანქანის მძროლია
02/07/2020 07:00:41 საზოგადოება
ახალი პაციენტების კორონავირუსით ინფიცირების წყარო ცნობილია,– ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ აცნობა.
მისი ინფორმაციით, რვა ახალი შემთხვევიდან ერთი COVID-19–ით ინფიცირებულთან კონტაქტია, ხოლო შვიდი – იმპორტირებულია. კერძოდ, ექვსი სატვირთო ავტომანქანის მძროლია, ხოლო ერთი – რიგითი მოქალაქე მოგზაურობის ისტორიით.
2 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია კორონავირუსის 939 შემთხვევა, მათგან 817 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 15 პაციენტი.
იხილეთ ასევე:საქართველოში COVID-19–ით ინფიცირებულთა 87% გამოჯანმრთელდა


