Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ით ინფიცირებულთა 87% გამოჯანმრთელდა

საქართველოში COVID-19–ით ინფიცირებულთა 87% გამოჯანმრთელდა

02/07/2020 07:10:16 საზოგადოება

საქართველოში COVID-19–ით ინფიცირებულთა 87% გამოჯანმრთელდა,– აღნიშნული მონაცემები ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

მისივე ცნობით, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 107 რეგისტრირებული აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 23 პციენტი მკურნალობს ინფექციურ საავადმყოფოში და უმეტესი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საუალო სიმძიმისაა.

ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი რვა პირს დაუდასტურდა. ირკვევა, რომ მათგან მხოლოდ ერთია შიდა შემთხვევა, ანუ კოვიდით ინფიცირებულთან კონტაქტი, ხოლო შვიდი იმპორტირებულია: ექვსი სატვირთო ავტომობილის მძღოლი გახლავთ, ხოლო ერთი – სხვა ქვეყნიდან შემოსული მოქალაქე.

ამასთან, გასულ დღე–ღამეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება დადასტურდა 23 მოქალაქის შემთხვევაში და მათ კლინიკები დატოვეს.

ამრიგად, 2 ივლისის დილის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია კორონავირუსის 939 შემთხვევა, მათგან 817 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S