Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში COVID-19–ის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

02/07/2020 06:17:36 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19 რვა პირს დაუდასტურდა. ამრიგად, 939 –მდე გაიზარდა რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპციალურ ვებ–გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

არსებული ინფორმაციით, რვიდან ოთხი შემთხვევა დადასტურდა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში. ინფიცირებულებს შორის არიან სატვირთო მანქანის მძღოლები. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ოფიციალური მონაცემებითვე, კოვიდ–ცენტრები 23–მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა და ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 817–მდე გაიზარდა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 3080 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.

საქართველოში კორონავირუსს ჯამში 15 მოქალაქე ემსხვერპლა.

იხილეთ ასევე: საქართველოში COVID-19–ით ინფიცირებულთა 87% გამოჯანმრთელდა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S