Accentnews.ge
„სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებთან გვაქვს დიალოგი, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, როდესაც საზოგადოებაში შფოთის საშიშროებაა“

„სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებთან გვაქვს დიალოგი, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, როდესაც საზოგადოებაში შფოთის საშიშროებაა“

18/06/2019 16:00:08 სხვა, საზოგადოება

საპატრიარქოში სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც საპატრიარქოს პრეს–სპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, „მიმდინარეობს დიალოგი სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებთან, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, როდესაც საზოგადოებაში შფოთის საშიშროებაა“.

მისივე თქმით, ქვეყანაში ორი რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულების არსებობა, როგორიცა ლგბტ მხარდამჭრები და მათი მოწინააღმდეგეები, აწუხებს არა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას, არამედ ყველას.

„დღევანდელ შეხვედრას სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ებრაელთა, მუსლიმთა წარმომადგენლები, ასევე სომხური ეკლესიის წარმომადგენლები. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გავაგრძელებთ შეხვედრებს, თუ რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, როდესაც საზოგადოებაში რელიგიური გრძნობების შეურაცყოფასთან დაკავშირებით მსგავსი დაძაბულობა და შფოთის საშიშროებაა. ქვეყანაში არის ორი რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულება. ეს იწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ შფოთს და ეს აწუხება ყველას. ეს არ ეხება მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას. სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან გვაქვს დიალოგი, რომ მსჯელობაში გამოიკვეთოს გამოსავალი", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S