
ანგელა მერკელი ვლადიმირ ზელენსკის დახვედრისას შეუძლოდ გახდა (ვიდეო)
18/06/2019 15:01:26 სხვა, მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის დახვედრისას შეუძლოდ გახდა.
მოგვიანებით, პრეს–კონფერენციისას თავად მერკელმა განაცხადა: „პანიკისთვის საფუძველი არ არსებობს. სამი ჭიქა წყალი დავლიე, ეს ძალიან მჭირდებოდა. შესაბამისად, ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“.