Accentnews.ge
სასწრაფოს თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს ხელფასები 100-100 ლარით გაეზრდებათ

სასწრაფოს თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს ხელფასები 100-100 ლარით გაეზრდებათ

01/07/2020 10:30:53 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს ანაზღაურება 100-100 ლარით გაეზრდებათ.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ სურვილი, რომ გვინდოდა გაგვეუმჯობესებინა სახელფასო ანაზღაურება ჩვენი ექიმებისთვის, დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს მოემატებათ ხელფასი 100-100 ლარით. მართალია, ეს არ არის ის ღირსეული ანაზღაურება, რომელსაც თქვენ იმსახურებთ, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ასევე: ქუთაისის ცხელების ცენტრის მედპერსონალი აცხადებს, რომ 4 თვეა, ხელფასები არ აუღიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S