Accentnews.ge
ქუთაისის ცხელების ცენტრის მედპერსონალმა აქცია გამართა: "4 თვეა, 300-მდე თანამშრომელს ხელფასები არ აუღია"

ქუთაისის ცხელების ცენტრის მედპერსონალმა აქცია გამართა: "4 თვეა, 300-მდე თანამშრომელს ხელფასები არ აუღია"

01/07/2020 08:49:34 საზოგადოება

ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკის მედპერსონალმა კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 4 თვეა 300-მდე თანამშრომელს ხელფასები არ აუღია. საავადმყოფოს თანამშრომლების თქმით, მას შემდეგ, რაც კლინიკა ე.წ ცხელების ცენტრად გადაკეთდა, კორონავირუსს პერსონალი ადგილზე ებრძვის, ხოლო მათი ნაწილი სამუშაოდ წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში გაგზავნეს, თუმცა, დაპირებული ანაზღაურება მათთვის არავის მიუცია.

"4 თვეა, წყალტუბოში დავდივარ, თუმცა ანაზღაურება არ მიმიღია. ვრეკავდით ცხელების ცენტრში, თუმცა რეაგირება არავის ჰქონია. ყველანაირად შეურაცხყოფილები ვართ. საარჩევნოდ ბროშურების გაკეთებას ექთნებს მოგვხედონ. ჩვენთვის არც ტაში აღმოჩნდა და არც მადლობა. ვგრძნობთ, რომ ქვეყნისთვის საჭირო არ ვართ", – აცხადებენ საავადმყოფოს თანამშრომლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S