
საქართველოში ჰოლანდიის საელჩო "პრაიდთან" დაკავშირებით ტურისტებს აფრთხილებს
18/06/2019 14:01:45 სხვა, საზოგადოება
საქართველოში ჰოლანდიის საელჩო ტურისტებს "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით აფრთხილებს.
"18-26 ივნისი "თბილისი პრაიდის" კვირეულად არის გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. ჩვენ ვურჩევთ ჰოლანდიელ ტურისტებს, თავი შორს დაიჭირონ "პრაიდის" მარშისგან, რადგან არსებობს რისკი, რომ კონტრდემონსტრანტები ძალადობრივ კონფრონტაციებს მოაწყობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება, თუმცა, უწყება დაცვის პირობას იძლევა", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.