
"ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატი საქართველოში ჩამოდის"
18/06/2019 11:02:11 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოდის. კერძოდ, იგი მონაწილეობას მიიღებს მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაში, რომელსაც ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე უმასპინძლებს.
„იმედი გვაქვს, რომ თბილისის შეხვედრა წარმატებული იქნება. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ურთიერთობები და გავამყაროთ დიალოგი, რომლებიც ეფუძნება ჩვენს საერთო კულტურულ და მართლმადიდებლურ ღირებულებებს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ბატონ ქუცნაშვილს და ქართულ მხარეს, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან და საერთაშორისო დონის ღონისძიებას გეგმავს. იმედი მაქვს, პარლამენტარებს შევხვდები და ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის. ყველა ტრადიციისა და ღირებულების დაცვით, როგორც ეს ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას შეეფერება.
ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს უკვე ისტორიაა. ახლა საჭიროა დიალოგი. ჩემი აზრით, კავკასიის პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგი და თანასწორობაა. ამისთვის საჭიროა, რომ პარლამენტარებმა რუსეთიდან და საქართველოდან უნდა აღადგინონ ურთიერთობები. ახლა ამ ახალი რეალობის მიხედვით უნდა ავაგოთ ურთიერთობები. სწორედ ამისთვის ჩამოვდივართ საქართველოში. გვინდა, ვისაუბროთ საერთო ამოცანებზე და ყველაფერზე, რაც გვაერთიანებს“, – განაცხადა გავრილოვმა „რუსთავი 2“–თან საუბრისას.