Accentnews.ge
ინტერპოლი ტრამპს საერთაშორისო ძებნაში არ გამოაცხადებს

ინტერპოლი ტრამპს საერთაშორისო ძებნაში არ გამოაცხადებს

29/06/2020 15:29:58 მსოფლიო

ინტერპოლი ირანის მოთხოვნას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების შესახებ არ განიხილავს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, ირანის ხელისუფლების მოთხოვნა ეწინააღმდეგება ინტერპოლის წესდებას.

„ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლის თანახმად, ორგანიზაციას მკაცრად ეკრძალება პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის რაიმე ჩარევა ან ქმედება განახორციელოს. ამიტომაც, თუ მსგავს მოთხოვნას მივიღებთ, ჩვენი კონსტიტუციისა და წესების თანახმად, ინტერპოლი ამგვარი სახის მოთხოვნას არ განიხილავს“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა. ამასთან, ირანი ინტერპოლს მიმართავს, დახმარება გაუწიონ ტრამპის დაკავებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S